ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

ხვიჩას 73 წუთი - ნაპოლის ბოლო წუთზე გაუთანაბრეს

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფრანჩესკო კალცონამ 73-ე წუთზე, ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და სამწუხაროდ, არც კარისკენ დაურტყამს.

ანგარიში 65-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელმაც ჯაკომო რასპადორის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. ფრანჩესკო კალცონას გუნდმა მოგების შანსი ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ლუვომბომ წონასწორობის აღდგენა შეძლო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები