კახა ცხადაძე
Aa
Aa

მოლაპარაკება მიმდინარეობს - შესაძლოა, ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნდეს

აზერბაიჯანული 90plusbir-ის ცნობით, „გაბალა’’ კახა ცხადაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებს. შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი აზერბაიჯანში დაბრუნდეს, სადაც მრავალი წელი წარმატებით მუშაობდა. წყაროს ცნობით, შეთანხმება მიღწეული არაა, მხარეები შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობენ.

„გაბალა'' აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 ქულით ბოლო ადგილზეა, უახლოეს კონკურენტ „ქიაფაზს'' 8 ქულით ჩამორჩება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

55 წლის კახა ცხადაძე 2008 წელს ბაქოს „სტანდარდს'' წვრთნიდა, 2019-15 წლებში კი ბაქოს „ინტერის'' მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით „ინტერმა'', რომელიც ამჟამად „შამახის'' სახელით თამაშობს, 2009-10 წლებში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა მოიგო.

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე კახა ცხადაძე ყაზახურ „კასპიის'' წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ყაზახეთის ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა. დაახლოებით ერთწლიანი უქმობის შემდეგ ცხადაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები