თავის ტრავმა - დავითაშვილის გუნდელი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს
ლიგა 2-ის 26-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „გენგამს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მატჩი რამდენიმე წუთით მე-10 წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი „ბორდოს“ ჰონდურასელი ნახევარმცველის ალბერტ ელისის ტრავმა იყო. 28 წლის ფეხბურთელი მეტოქესთან საჰაერო ორთაბრძოლისას თავით კარის ძელს შეეჯახა და მინდორზე კისრით დაეცა, რის შემდეგაც იმწამსვე გონება დაკარგა.
L'attaquant des Girondins de Bordeaux, Alberth Elis, a été contraint de rapidement céder sa place contre Guingamp. Le buteur hondurien semble être mal retombé sur la nuque après avoir envoyé un coup de tête sur la barre transversale. https://t.co/Ef9IIG7sJu
— RMC Sport (@RMCsport) February 24, 2024
დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში მას ექიმები მკურნალობდნენ, შემდეგ კი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა ფეხბურთელის მდგომარეობა მძიმეა და ამის გამო, ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად, ექიმებმა ეჭვობდნენ, რომ მოთამაშეს სახის არეში მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა, France Bleu-სა და L'Equipe-ის ცნობით, ელისს თავის უფრო სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა.
ალბერტმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.