ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგის გასვლითი გამარჯვება
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში ლასკი-ი შინ „ვოლფსბერგთან’’ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მე-14 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ტიერნო ბალომ გაიტანა. 26-ე წუთიდან მოყოლებული ლასკ-ი რიცხვობრივ უმცირესობაში იყო, 10 ფეხბურთელით თამაშობდა.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში სანდრო ალთუნაშვილმა ითამაშა. 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მალევე, მისი ბრწყინვალე პასის შემდეგ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
26 წლის ფეხბურთელი 2023 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან'' ავსტრიულ გუნდში გადავიდა, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა.
„ვოლფსბერგმა'' ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 12-გუნდიან ბუნდესლიგაში 29 ქულით მე-6 ადგილზეა.