გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

სიგუას წარმატებული დაბრუნება - 18 წლის ტალანტის 3 გოლი 11 მატჩში

შვეიცარიის სუპერ ლიგის 25-ე ტურში „ივერდონი'' შინ „ბაზელთან'' 0:2 დამარცხდა.

გასული წლის 6 დეკემბრის შემდეგ გაბრიელ სიგუამ „ბაზელისთვის'' პირველად ითამაშა, 30-ე წუთზე გააფრთხილეს, როცა მეტოქის წინააღმდეგ არასპორტულად იმოქმედა, მეტოქეს ყელის არეში ხელი ჩაარტყა და ყვითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო.

სიგუას ტრავმის გამო დაახლოებით სამი თვე გაუცდა, სასტარტოში „ივერდონთან'' დაბრუნდა და ძალიან კარგი გოლი გაიტანა, მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო, მცირე პაუზის შემდეგ კარისკენ ზუსტად დაარტყა და დაბალ კუთხეში შეაგდო. 

გაბრიელმა სასტარტოში ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს.

სიგუა „ბაზელში'' ამ სეზონის დაწყებამდე, გასულ ზაფხულში გადავიდა. სუპერ ლიგის 11 მატჩში 3 გოლი შეაგდო, შვეიცარიის თასის ერთ მატჩში კი მის აქტივში საგოლე პასია.

12-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში „ბაზელი'' 31 ქულით მე-8 ადგილზეა, შემდეგ ტურში „ლოზანას'' მიიღებს (2 მარტი, 23:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები