Corriere dello Sport: კალცონამ იცის, რომ კვარას სეზონის გადარჩენა შეუძლია
„ნაპოლიში“ მორიგი ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, იტალიური პრესა ახალ ტაქტიკურ მონახაზზე და გუნდის კრიზისიდან გამოყვანაზე ალაპარაკდა.
რას იზამს ფრანჩესკო კალცონა? ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით არსებულ მცირე გაუგებრობაზე, მედიის მიერ გამწვავებულ სიტუაციაზე და ყველა მნიშვნელოვან დეტალზე Corriere dello Sport-ი სტატიას აქვეყნებს.
„ქართველი ბიჭი შეიძლება გუნდისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს და ეს კალცონამ კარგად იცის. ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც სეზონის დასკვნით ნაწილში ნაპოლის აღზევებაში დიდი წვლილის შეტანა და სეზონის გადარჩენა შეუძლია.
რაც ხდება ეს ყველაფერი ხვიჩას ბრალია. მან მოლოდინები მაღლა აწია. როცა ის გამოჩნდა მარსიდან ჩამოსულივით იყო, MVP რომლის მსგავსიც სხვა არავინ არის.
ახალ სეზონში ნაპოლი ქაოსში აღმოჩნდა, გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა, მათი სქემა და ჯადოსნობა აორთქლდა. კვარაც უკვე ჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს, მას 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. და მაინც, ის გამონაკლისია, რადგან მას ჩემპიონის ნიჭი და ფენომენის სტიგმატა, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლია.
კვარა არის თანამედროვე ფეხბურთელი, რომელიც ბალანსსა და შთაგონებას ცვლის, რომელსაც კალცონა ელის. ნეაპოლის კვარავაჯო, შედევრები, რომლებიც არსებობს. მასთან ყოველთვის არის ცარიელი ტილო, რომელზედაც ოცნებები იხატება“.
- წერს Corriere dello Sport-ი.