კრიშტიანუ რონალდუ, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

ისტორიაში პირველი ფეხბურთელი - აშშ-ში მესი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა

ლეო მესი აშშ-ში წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა.

„ინტერ მაიამის“ ათიანი SSRS-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში ლიდერია. ხსენებული კომპანია უკვე 30 წელზე მეტია ყოველ თვეში ერთხელ ქომაგებში გამოკითხვას ატარებს და მათ თავიანთ საყვარელ სპორტსმენს ასახელებინებს. შემდეგ კი 3 თვეში ერთხელ შედეგებს აჯამებს.

MLS-ში მესის გადასვლამდე, სხვადასხვა პერიოდში ქომაგების ვერსიით საუკეთესოს წოდება მხოლოდ 7 სპორტსმენს ჰქონდა: მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, პეიტონ მენინგი, კობი ბრაიანტი, სტეფენ კარი, ლებრონ ჯეიმსი და ტომ ბრეიდი.

მესის MLS-ში გადასვლის შემდეგ, ანუ 2023 წლიდან, მეოთხე კვარტლის შედეგების მიხედვით „ლა პულგა“ ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. ლეო ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ამ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.

არგენტინელის „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემდეგ, კლუბის ფანბაზა 4-ჯერ გაიზარდა და ისტორიაში პირველად „ლოს ანჯელეს გელექსის“ გადაასწრეს.

დევიდ ბექჰემის კლუბი მსოფლიოში საყვარელ გუნდებს შორის გამოკითხვაშიც ლიდერებშია. ამერიკელებისთვის „ინტერ მაიამიზე“ პოპულარული კლუბი მხოლოდ „ბარსელონა“, „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედია“.

აქვე გეტყვით, რომ მესი აშშ-ში კრიშტიანუ რონალდუს პოპულარობით 4-ჯერ უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: სიტის შემდეგ ნაკრებში მუშაობა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მინდა
გუარდიოლა: სიტის შემდეგ ნაკრებში მუშაობა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მინდა