გიორგი ოჩხიკიძე: ვფიქრობ, დანიასთან სწორედ ამიტომ დავმარცხდით
Aa
Aa

გიორგი ოჩხიკიძე: ვფიქრობ, დანიასთან სწორედ ამიტომ დავმარცხდით

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა დანიაში მარცხით (69:75) დაიწყო.

გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო, ეროვნულ ნაკრებში დებიუტით ბედნიერია და პირველ კომენტარს აკეთებს.

„პირველ რიგში მთავარ მწვრთნელს მადლობა მინდა გადავუხადო, რომ მომცა შანსი საქართველოს ნაკრების მაისურით მეთამაშა. ჩემი აზრით, ეს ყველა კალათბურთელის ოცნება არის. რაც შეეხება თამაშს, ვთვლი, რომ ყველაფერი გავიღეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. რა დავალებებიც მწვრთნელმა მოგვცა შევასრულეთ, თუმცა იყო გარკვეული შეცდომები და ვფიქრობ, ეს მატჩი სწორედ ამის გამო დავთმეთ.

ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო ნაკრების მაისური მომერგო და მათ გვერდით მეთამაშა, ვის ყურებაშიც ვიზრდებოდი. დღეს ეს ოცნება ავიხდინე. უკეთესი იქნებოდა, რომ მოგვეგო ეს მატჩი, თუმცა შევეცდებით დარჩენილ შეხვედრებში ისე მოვიქცეთ და ვითამაშოთ როგორც მწვრთნელი გვეტყვის. ეს რჩევა დარიგებები მივიღოთ და გავიმარჯვოთ.

დიდი მეტოქეების დამარცხება გვჩვევია და ვფიქრობ, არც სერბეთი იქნება გამონაკლისი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს შინ სერბეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარუმატებელი სტარტი | საქართველო დანიასთან სტუმრად დამარცხდა
წარუმატებელი სტარტი | საქართველო დანიასთან სტუმრად დამარცხდა