ფედელე კვარაზე: დე ლაურენტისი ცრუობს, როცა ამას ამბობს
იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და დე ლაურენტისს მატყუარას უწოდებს.
„კვარაცხელია? ის უკმაყოფილოა. ეს არ არის ის ეპიზოდი, რომელიც მას ამ სპექტაკლისკენ დადგმისკენ უბიძგებს. მან ბარსელონასთან უკმაყოფილება გამოხატა. კვირის განმავლობაში ის თავის მომავალზეც ფიქრობს. ვიმედოვნებთ, რომ იგი მომავალ წელს, თუნდაც ერთი სეზონით მაინც დარჩება გუნდში და კარგი იქნება, თუ ოსიმენის მსგავსად კმაყოფილი იქნება.
დე ლაურენტისი ამბობს, რომ კვარას გარემოცვას სურდა კონტრაქტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე გადადებულიყო? თან ისე, რომ ხელშეკრულების განახლების საკითხს არ ჩაუღრმავდებოდნენ? ეს არ არის სიმართლე, ამის არ მჯერა და დე ლაურენტისი ცრუობს.
ლინდსტრომი? ის ზიელინსკის სემცვლელად იყიდეს, ასევე პოლიტანოს პოზიციაზეც უნდა ეთამაშა, თუმცა ვერცერთგან ვერ გამოიყენეს, რადგან იგი თავდამსხმელია. ლინდსტრომი კვარას პოზიციაზე თამაშობს. ხვიჩა ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ლინდსტრომიც მის მსგავსად ნიჭიერია“.
- განაცხადა ფედელემ Radio Marte-სთან საუბრისას.