ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„მოხსნები, დაკარგვები და შეცდომები“ | რა თქვა ჯიკიჩმა დანიასთან მარცხის შემდეგ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. ჯიკიჩმა დანიასთან წაგებული შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 69:75 დათმო.

„პირველ რიგში, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავთ. ყველაფერი მარტივად იყო. დანიამ მოხსნებში გვაჯობა და ჩვენი დაკარგვების შემდეგ ძალიან ბევრი ქულა აიღო. გარდა ამისა, მეორე ნახევარში 47 ქულა ჩაგვიგდეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს ჩვენი ახალი ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო და მომდევნო მატჩებში უკეთ უნდა ვითამაშოთ.

რას ვფიქრობ სერბეთთან გასამართ პრინციპულ მატჩზე? ამ შეხვედრაზე არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ დანიასთან თამაშზე ვფიქრობ, რომელიც წავაგეთ. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ისინი აღარ გავიმეოროთ. სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია და ვეცდებით, გავაკეთოთ ის, რასაც ამ მატჩის პირველ ტაიმში ვაკეთებდით. ვეცდებით, დაცვაში კარგად გამოვიყურებოდეთ და პარკეტზე მიმდინარე მოვლენები გავაკონტროლოთ. ეს ერთადერთია, რაც სერბეთთან წარმატებაში დაგვეხმარება.

გამარჯვებაში დარწმუნებული არასდროს ხარ. გვქონდა მომენტუმი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და მეტოქეს საშუალება მივეცით, ბევრი ქულა აეღო. როცა არაზუსტად ისროდნენ, ბურთს გვიხსნიდნენ და ეს სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, უნებლიე შეცდომებიც გვქონდა და დანიის ნაკრების დაცვის პატივისცემის მიუხედავად, დავუშვით შეცდომები, რომლებსაც მათ თამაშთან საერთო არაფერი აქვთ“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში სერბეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე