გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

პაპუნაშვილის გოლი და კვირკვიას მოპოვებული პენალტი - ქიაფაზს ქართველებმა მოაგებინეს

გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა. ოცდამეოთხე ტურში „ქიაფაზმა“ საკუთარ სტადიონზე „გაბალა“ 2-1 დაამარცხა, მე-19 წუთზე მასპინძლები ეფექტური საჯარიმო დარტყმით 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დააწინაურა, 81-ე წუთზე კი ის შეცვალეს.

გამარჯვებაში წვლილი კიდევ ერთმა ქართველმა შეიტანა - მეორე ბურთი ამილ იუნანოვმა  11-მეტრიანით გაიტანა, რომელიც მათე კვირკვიამ მოიპოვა.

„ქიაფაზი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები