ბასილაშვილი ტრენტოს ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრენტოს საჩოგბურთო ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელსაც დღეს 32 წელი შეუსრულდა, ფრანგ საშა გუემარდ ვაიენბურგთან სამ სეტში, 4-6, 1-6, 6-4 დამარცხდა.
შეხვედრა საათი და 36 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილისთვის საუკეთესო მეორე სეტი გამოდგა, თუმცა მესამეში მეტოქემ აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მეოთხედფინალში გასვლამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი მოწინააღმდეგ, სამი იტალიელი და ერთი გერმანელი დაამარცხა.
ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე ATP-ის რეიტინგში 444-ე ადგილზე, თავად ბასილაშვილი კი 869-ე პოზიციაზეა. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათას დოლარს შეადგენს.