სიახლე რუმინელებთან მატჩის წინ - ოთხი ახალი მორაგბე ბორჯღალოსნებში
რუმინელებთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ოთხი ახალი მორაგბე შეუერთდა. მომავალი შეხვედრისთვის გუნდთან ერთად ვასილ ლობჟანიძე, ლუკა ჯაფარიძე, ნიკოლოზ სუთიძე და დემურ ეფრემიძე მოემზადებიან.
გასულ ზამთარს ლობჟანიძე „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით ტოპ 14-ის „ტულონს“ შეუერთდა. 20 წლის სუთიძე კი, რომელიც „ლელო სარასენსის“ აღზრდილია, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის „ლა როშელს“ შეუერთდა.
ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე გერმანელებთან, ნიდერლანდებთან და ესპანელებთან სამივე თამაში მოიგეს და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ. სამი მატჩიდან ორ შემთხვევაში საუკეთესოდ ილია სპანდერაშვილი, ერთხელ კი გიორგი კვესელაძე აღიარეს.
საქართველო - რუმინეთის ნახევარფინალური შეხვედრა 2 მარტს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი პორტუგალიელები ესპანელებს უმასპინძლებენ.