ილია თოფურია, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ალჯოს“ თქმით, „ელ მატადორს“ შეუძლია, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს და ილიასთან ჩხუბი მისთვისაც ძალიან ძნელი იქნება.

„ვფიქრობ, თუ ილია მოისურვებს, შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს. მას აქვს სტილი, რომელთან გამკლავებაც ძალიან ძნელია. ჭიდაობაც შეუძლია, პარტერშიც მაგარია და ნებისმიერი მებრძოლისთვის ურთულესი მეტოქეა. მეც მათ შორის ვარ და თუ მასთან ჩხუბის შანსი მომეცა, ძალიან გამიჭირდება.

თუ კელვინ კატარს მოვუგებ, ხმამაღალ განცხადებას გავაკეთებ და UFC-ი მოისურვებს, რაღაც ახალი ვიხილოთ, არის შანსი, ჩემი კანდიდატურა ქამრის პრეტენდენტებს შორის აღმოჩნდეს. ვხვდები, რომ ილიასთან მარტივი ჩხუბი არ მექნება. ვიცი, რომ ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ ზოგჯერ, მთავარია, რამდენად ძლიერი დარტყმების მიღება შეგიძლია და არა ის, რამდენად ძლიერად ურტყამ“.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და პირველ ბრძოლას კელვინ კატარის წინააღმდეგ გამართავს. მათ ჩხუბს UFC 300-ის ფარგლებში, თბილისის დროით, 14 თებერვალს ვიხილავთ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე