გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა, რობერტ სანჩესი
Aa
Aa

ზაფხულში მეკარის დამატებას შეეცდებიან | მამარდაშვილი ჩელსის რადარზე

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, გრემ ბეილიმ „ჩელსის“ სატრანსფერო გეგმებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ბეილის მიხედვით, ზაფხულში, „არისტოკრატები“ ახალი მეკარის დამატებას შეეცდებიან და მათ რადარზე ორი ფეხბურთელი იმყოფება.

ბეილის ინფორმაციით, „ლურჯების“ მოქმედ მეკარეებს, რობერტ სანჩესსა და კეპა არისაბალაგას „სტემფორდ ბრიჯზე“ გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვთ. ლონდონელები აპირებენ შეიძინონ გოლკიპერი, რომელიც ნომერ პირველი მეკარე დიდი ხნის განმავლობაში იქნება და მათი ინტერესის სფეროში გიორგი მამარდაშვილია მოქცეული.

ბეილის ცნობით, „არისტოკრატები“ „მამარდასა“ და აარონ რამსდეილს აკვირდებიან. ეს უკანასკნელი „არსენალის“ ღირსებას იცავს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება და „მეთოფეების“ მთავარი მეკარე დავიდ რაია გახლავთ, რის გამოც, რამსდეილის შესაძლო წასვლაზე აქტიურად იწერება.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის გასაყიდად მზადაა და ბოლო ინფორმაციით, მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს. ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მას მონაწილეობა 25 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე