ოთარ კაკაბაძე, მატეუშ დრუზდჟი
Aa
Aa

ვესაუბრე და პასუხის მოლოდინში ვარ - კრაკოვიას პრეზიდენტი კაკაბაძეზე

პოლონური „კრაკოვიას’’ პრეზიდენტმა მატეუშ დრუზდჟმა კლუბის ქომაგებთან შეხვედრისას გუნდის მოქმედ ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა. მათ შორის ოთარ კაკაბაძის საკითხს შეეხო, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება.

„ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე რთული საუბრებია. კაკაბაძეს პერსონალურად თურქეთში ვესაუბრე. ვუთხარი რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვსურს. მისი პასუხის მოლოდინში ვართ’’.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ოთარ კაკაბაძე იტალიურ „კრემონეზეს’’ დაუკავშირეს. შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში იტალიური კლუბის მოთამაშე გახდეს. კაკაბაძის მენეჯერი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გიორგი ალავერდაშვილია, რომლის სახელს უკავშირდება კაკაბაძისა და კვეკვესკირის ტრანსფერები პოლონეთში. CrystaSport-ის ინფორმაციით, კაკაბაძის წარმომადგენელი იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

28 წლის ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში’’ მესამე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო საერთო ჯამში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა (10 - პოლონეთის ჩემპიონატი, 2 - პოლონეთის თასი).

თბილისის „დინამოს’’ გარდა კაკაბაძეს ლა ლიგა 2-ის „ხიმნასტიკსა’’ (2016-18) და „ტენერიფეში’’ (2020-21) უთამაშია. ასევე, 2017 წელს „ხიმნასტიკმა’’ დანიურ „ესბიერგში’’ ნახევარი სეზონით გაანათხოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები