ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ორი მატჩის ჯამში 5:1 | კიტეიშვილის შტურმმა კანკავასა და კაშიას სლოვანი გაანადგურა

უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ მეტოქე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ გახლდათ. გრაცელებმა პირველი შეხვედრა 4:1 მოიგეს, განმეორებით მატჩში კი სტუმრად 1:0 იმარჯვეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 52-ე წუთზე გავიდა. „შტურმის“ რიგებში თავი მიკა ბიერეტმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ, ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა მიაღწია.

ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, როცა ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვეტილი იყო. გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც მოედანზე პირველი წუთიდან გამოჩნდნენ. კაშია 87-ე წუთზე შეცვალეს, კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა.

ცნობისთვის, „შტურმის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. მერვედფინალური ეტაპის წილისყრა თბილისის დროით, 16:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ღვინო მერაბთან გავსინჯე, ილია 2 ბოთლს დამპირდა“ | UFC-ის ექს ჩემპიონი
„ქართული ღვინო მერაბთან გავსინჯე, ილია 2 ბოთლს დამპირდა“ | UFC-ის ექს ჩემპიონი