რუნი: 14 წლის ვიყავი, მწვრთნელმა სიგარეტით და სასმელით ხელში დამიჭირა
უეინ რუნიმ გაამხილა, რომ თინეიჯერობისას ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა.
ინგლისელს „ევერტონში" თავისი სადებიუტო სეზონი 16 წლის ასაკში ჰქონდა. მისი თქმით, იმ დროისთვის ის უკვე ალკოჰოლს ეტანებოდა.
„ლივერპული, სადაც გავიზარდე, საცხოვრებლად რთული ადგილი იყო, მაგრამ იქ გაზრდა ძალიან მიყვარდა, ამ ადგილმა ბევრი რამ მასწავლა.
როცა 14 წლის ვიყავი, შაბათს ევერტონის 19-წლამდელთა გუნდში უნდა მეთამაშა, რომელსაც კოლინ ჰარვი წვრთნიდა. მახსოვს ქუჩას ვკვეთდი, მგონი ოთხშაბათი დღე იყო, ასე გადავდივარ გზაზე, ხელში სიდრის ტომარა მაქვს, ასევე სიგარეტის კოლოფი... მანქანა ჩერდება, რომ გამატაროს, საჭესთან კი კოლინ ჰარვი ზის... ცუდი მომენტი იყო.
თინეიჯერობისას ვპოულობდით მიტოვებულ სახლებს, ვამტვრევდით ფანჯრებს, ვსხდებოდით და ვსვამდით. უკან რომ ვიხედები, როგორც დოკუმენტურ ფილმში ვთქვი, სხვადასხვა პრობლემები მქონდა და ზედმეტად ბევრს ვსვამდი და ამან გავლენა მოახდინა ჩემს თამაშზე, ეს ცხადია.
უკან მოხედვით ყოველთვის შეგიძლიათ იფიქროთ: „ეს რომ არ გაგეკეთებინა, შეგეძლო უფრო მაღალ დონეზე გეთამაშა, უკეთესად ითამაშებდი, უფრო მეტხანს ითამაშებდი“, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ უკანმოხედვით არის ასე“.
- თქვა უეინ რუნიმ, პოდკასტში „მანჩესტერ იუნაიტედში“ მის ყოფილ თანაგუნდელებთან გარი ნევილთან და როი კინთან საუბრის დროს.