ხვიჩა კვარაცხელია, მარეკ ჰამშიკი
Aa
Aa

„კვარა ოცნებას გაწყებინებს“ | ჰამშიკი ქართველ ფეხბურთელზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა „პარტენოპეის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, ფრანჩესკო კალცონაზე და გუნდის ლიდერებზე ისაუბრა. ჰამშიკმა ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ „კვარა“ საოცარი ფეხბურთელია.

„კალცონა თავისი საქმის პროფესიონალია და ის და მისი შტაბი სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, მას შეუძლია, ნაპოლის წინსვლაში დაეხმაროს. ვიქტორ ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერია და ყოველთვის გოლის გატანა უნდა. ოსიმენს ნეაპოლური სისხლი აქვს და თამაშს იდეალურად კითხულობს.

ვიქტორის შესაძლო ტრანსფერი? ალბათ გული დაწყდება, როცა ნაპოლის დატოვებს, მაგრამ გარიგებები და ტრანსფერები დღევანდელი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მისნაირი დიადი ჩემპიონების შენარჩუნება მარტივი არააა. იმედი მაქვს დარჩება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, დარწმუნებული ვარ, პარტენოპეი სათანადო შემცვლელს იპოვის, რადგან ისტორია მათ მხარესაა და ნაპოლის მაღალი დონის ცენტრფორვარდი ყოველთვის ჰყავდა.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კვარა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც ოცნებას გაწყებინებენ. რატომ? გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ნეაპოლელ ქომაგებს, სურთ ისეთი მოქმედებები და ფეხბურთი ნახონ, როგორსაც ეზეკიელ ლავეცი ჩვენს გუნდში თამაშობდა“.

შეგახსენებთ, რომ ჰამშიკი „ნაპოლის“ ღირსებას 2007-დან 2019 წლამდე იცავდა და „პარტენოპეის“ მაისურით 400-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სადაც არ უნდა შემხვდეს, ყველგან ვცემ“ | ელ პანტერა ილია თოფურიას ემუქრება
„სადაც არ უნდა შემხვდეს, ყველგან ვცემ“ | ელ პანტერა ილია თოფურიას ემუქრება