ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„რთულ მატჩებში განსხვავებას ოსიმენი ქმნის და არა კვარა“ - იტალიური გამოცემა

„ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იტალიურ პრესაში კრიტიკის ტალღებმა იმატეს.

ერთ-ერთი წამყვანი ნეაპოლური გამოცემა tuttonapoli-ი გუნდის ნამდვილ ლიდერად ვიქტორ ოსიმენს მოიხსენიებს და არა ხვიჩა კვარაცხელიას.

„რთულ მომენტებში და რთულ მეტოქეებთან, როგორც წესი, განსხვავებას ნამდვილი ჩემპიონები ქმნიან. ბარსელონასთან მატჩში წარმატებას ვიქტორ ოსიმენმა მიაღწია და არა კვარაცხელიამ. ქართველი საკმაოდ ჩახლართული მოთამაშეა, გასულ სეზონში ყველას აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელის მხოლოდ შორეული ნათესავია.

მისი ნაადრევად შეცვლა და თადარიგში გადასმა მოულოდნელი და შოკისმომგვრელიც კი არ ყოფილა.

როგორც წესი, ხვიჩა არის ის, ვინც გუნდს ხელში აიყვანს და წინ გაუძღვება, თუმცა ბარსელონასთან მატჩში ხელის ჩაჭიდება და გათრევა მას დასჭირდა. მოედანზე უჩვეულოდ მორცხვად გადის. ერთ კარგ მატჩს ჩაატარებს და შემდეგ ქრება“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ნაპოლის“ განმეორებითი მატჩი 3 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ბარსაში გადავა, მთელი საქართველო გადაჰყვება“ - დემეტრაძე კვარაზე
„თუ ბარსაში გადავა, მთელი საქართველო გადაჰყვება“ - დემეტრაძე კვარაზე