„გამანადგურებელი ნოკაუტით მოიგო“ | ორტეგა ილიასა და ვოლკზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ ახალ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ორტეგამ „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
„საქებარი სიტყვები ილიას. შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და ძალიან, ძალიან გამანადგურებელი ნოკაუტით მოიგო. ვოლკს რაც შეეხება, ის საკუთარ თავს არ ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ან ილიას ბრძოლის გეგმა იყო ძალიან კარგი, ან რაღაც შეიცვალა.
ვოლკანოვსკისთან მიჩხუბია და როცა ჩემ წინ იდგა, სხვანაირი მებრძოლი იყო. შეიძლება, ცვლილება იმით იყო განპირობებული, რომ კონკრეტული მეტოქისთვის ინდივიდუალურად ემზადები. არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მოვლენები როგორ განვითარდება“.
შეგახსენებთ, რომ ორტეგა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მეოთხე ადგილს იკავებს და მისი მომდევნო მეტოქე იაირ როდრიგესია. „თი-სითისა“ და „ელ პანტერას“ დაპირისპირება თბილისის დროით, 25 თებერვალს გაიმართება და დილის 7 საათიდან დაიწყება.