ილია თოფურია, იაირ როდრიგესი
Aa
Aa

„სადაც არ უნდა შემხვდეს, ყველგან ვცემ“ | ელ პანტერა ილია თოფურიას ემუქრება

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა ახალ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ელ პანტერა“ მომდევნო ჩხუბს ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ მისი დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლის მიღებასა და „ელ მატადორის“ განადგურებას აპირებს.

„თოფურიასთან ჩხუბი კი არ მინდა, მინდა, გავანადგურო და მიწასთან გავასწორო. სადაც არ უნდა შეხვდეს, ყველგან მაგრად ვცემ. ჯანდაბაშიც წასულა ეს ძუკნა და ყველამ იცის, რომ ილია ძალიან არ მომწონს. ჩემსა და ორტეგას ჩხუბში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს.

უპატივცემულოდ არავის ვექცევი და ასეთი სიტუაციები ჩემთვის უცხოა, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან არ მომწონს და მინდა, გავანადგურო. ვეჩხუბებოდი თუ არა ესპანეთში? დიდი სიამოვნებით და საოცარი შეგრძნება იქნება, როცა თავისივე ხალხის წინ მაგრად ვცემ. ეს საუკეთესო შეგრძნება იქნება. თოფურია სადმე რომ დავინახო, გარანტიას გაძლევთ, რომ ვცემ და ჩვენ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესსა და თოფურიას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ და სოციალურ ქსელებში დაპირისპირება რამდენჯერმე მოუვიდათ. ილიამ განაცხადა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ „ელ პანტერა“ ჩვარივით ათრია, რის შემდეგაც როდრიგესმა „ელ მატადორს“ ჯუჯა უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკს ილიას ძალის ეშინოდა, თოფურია კი...“ - დილაშოუს შეფასება
„ვოლკს ილიას ძალის ეშინოდა, თოფურია კი...“ - დილაშოუს შეფასება