ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„იმედგაცრუებული ჩანს“ - დი კანიო კვარას თამაშზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ლაციოს“ ყოფილმა ფორვარდმა, პაოლო დი კანიომ Sky Sports-თან „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც შეაფასა.

რას ამბობს დი კანიო:

კვარაცხელია ახლა ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მის შარშანდელ თამაშს გვაგონებს, მაგრამ კვამლი ბევრია, ცეცხლი კი არც თუ ისე დიდი... ის იმედგაცრუებული ჩანს.

ოსიმენის შეცვლა? ვფიქრობ, ეს გამოუცდელობის ბრალია. კალცონას ცხელი მომენტი უნდა გამოეყენებინა.

რაც შეეხება ბარსელონას გოლს, ლევანდოვსკი არასდროს კარგავს ბურთთან ვიზუალურ კონტაქტს. მას ჩვეულად შეუძლია შორეული ძელისკენ დარტყმა და კიდურებში კიდევ აქვს შემორჩენილი მობილურობა.

რაც შეეხება ოსიმენს, გოლის ეპიზოდში შეეძლო ინიგო მარტინესისთვის პენალტიც „აეკიდებინა“, თუმცა, როდესაც ბურთი მასთან მივიდა, ფეხზე დარჩა და კარგი მოძრაობით შეძლო გატანა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში 12 მარტს გაიმართება.

ნაპოლი 1:1 ბარსელონა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარტო, ყველას წინააღმდეგ“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
„მარტო, ყველას წინააღმდეგ“ - კვარას იტალიური მედია აფასებს