ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მარტო, ყველას წინააღმდეგ“ - კვარას იტალიური მედია აფასებს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფრანჩესკო კალცონამ 68-ე წუთზე, ლინდსტრომით შეცვალა. ამ დროის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იტალიურმა სააგენტოებმა მისი თამაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულით შეაფასეს.

რას წერენ მედიაში:

Tuttonapoli – 5 ქულა: ძალიან ცოტა სივრცე, ჩვეული მოძრაობები, მაგრამ ნაკლები პირადი ინიციატივები ჰქონდა. თამაში ცუდად დაიწყო, მაგრამ უარესად დაასრულა.

Calciomercato – 5.5 ქულა: რიგ ეპიზოდებში ანათებდა, მაგრამ კუნდემ პოზიციურად კარგად ჩაკეტა. მოსალოდნელზე ადრე შეცვალეს.

Eurosport – 5 ქულა: უჩვეულოდ მორცხვი იყო, თუმცა, ზურგიც არ ჰქონდა. კალცონამ გუნდისთვის ახალი მუხტის მიცემის გამო სამართლიანად შეცვალა, მოედნიდან გასვლის დროს კი ეტყობოდა, რომ წარბშეკრული და უკმაყოფილო იყო.

Calcionapoli1926 – 6 ქულა: პირველ ტაიმში ერთადერთი იყო, ვინც შეტევით ფაზაში რაღაც საინტერესოს გაკეთებას ცდილობდა. თუმცა, თანაგუნდელები ვერაფრით ეხმარებოდნენ. მარტო ყველას წინააღმდეგ.

Tuttomercatoweb – 5 ქულა: როგორც წესი, ის არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევაში გუნდის თამაშს თავის მხრებზე იდებს, თუმცა, დამხმარეც სჭირდება. მინდორზე უჩვეულო მორიდებით გამოირჩეოდა.

Calcionapoli24 – 5.5 ქულა: კუნდე უხეშად ეთამაშებოდა. 25-ე წუთზე შეძლო მისი მოტყუება, თუმცა, არაუხომ დაზღვევაზე დაბლოკა. ცოცხალი იყო, იბრძოდა, თუმცა, ბოლო თამაშების ხვიჩა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მატჩში ანგარიში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, 75-ე წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა. გუნდებს შორის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში 12 მარტს გაიმართება.

ნაპოლი 1:1 ბარსელონა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს
კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს