კასანო: კვარა ბარსელონას ძირითადში უპრობლემოდ ითამაშებს
ანტონიო კასანომ „ბარსელონასთან“ უფერული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მაინც შეაქო და მისი მხარდაჭერა ბოლომდე განაგრძო.
Bobo TV-ის ეთერში კასანომ ხვიჩას საუკეთესო მარცხენა გარემარბი უწოდა და თქვა, რომ „ბარსელონას“ სასტარტოში უპრობლემოდ მოხვდება.
„კვარაცხელია ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარცხენა გარემარბია. ის კომანზე ძლიერია, გრილიშზეც. მას ბარსელონაში სასტარტოში თამაში მშვიდად შეუძლია. ის დღეს ფენომენალური ფეხბურთელია. მაგრამ მინდა, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე უწყვეტად ვიხილო.
მან გვაჩვენა ის, რაც ყოველგვარ ლოგიკას სცილდება, მაგრამ მომავალ სეზონში მინდა იგი გარკვეულ მატჩებში ვნახო. კვარაცხელია ლეაოზე ბევრად ძლიერია, მან გაცილებით მეტი რამ იცის, ვიდრე მილანის ფეხბურთელმა“.
- განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ ხვიჩას მიმართ ინტერესი აქვს და შესაძლოა მალე მოლაპარაკებებიც დაიწყოს.
კვარას ყველა მომენტი VS ბარსელონა