ბარსელონა, ნაპოლი, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“მოგებას ვიმსახურებდით“ - ჩავი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი კატალონიაში გაირკვევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

ჩავი:

„ბევრად მეტი დავიმსახურეთ. თავს კარგად ვიცავდით, ბურთთან ერთად და მის გარეშე კარგები ვიყავით. ვფიქრობ, 1:0-ის დროს ფეხბურთელები უნდა დამშვიდებულიყვნენ. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია. 75 წუთი ვდომინირებდით, შემდეგ მოვდუნდით და გოლი გავუშვით. „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ამის მისაღებად მომენტები უნდა გამოგვეყენებინა.

დაკარგულ ბურთებს ადვილად ვიბრუნებდით. რეალურად, ჩემმა ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები შეასრულეს და გამარჯვება დავიმსახურეთ. 1:0-ის შემდეგ, ბურთის კონტროლი გვაკლდა.

მატჩიდან გამომდინარე, ეს კარგი ანგარიში არ არის. ასე, რომ ვითამაშოთ გაცილებით ბევრ მატჩს მოვიგებთ. ლევანდოვსკი და პედრი საოცრად მოტივირებულები იყვნენ.“

შეგახსენებთ, რომ კალცონემ ხვიჩა კვარაცხელიამ მოედნიდან 67-ე წუთზე გაიყვანა. „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ განმეორებითი შეხვედრა 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

ხვიჩას მომენტები „ბარსელონასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ შეცვლის ჩეფერინს | The Guardian-ი ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კობიაშვილს ასახელებს
ვინ შეცვლის ჩეფერინს | The Guardian-ი ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კობიაშვილს ასახელებს