ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე: რეაბილიტაციას გავდივარ, ოლიმპიადისთვის ძველი ფორმა უნდა დავიბრუნო

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ამის შესახებ პირველი კომენტარი Crystalsport-თან გააკეთა.

ლაშა ტალახაძე:

„სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატის ტიტული ვერ შევინარჩუნე. არც თუ ისე ადვილი ტრავმა მაქვს მიღებული მუხლზე. დროთა განმავლობაში იჩინა თავი. მყესები გაცვდა დროთა განმავლობაში. რეაბილიტაციას გავდივარ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შევეცდები ძველი ფორმა დავიბრუნო და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს შევინარჩუნებ. ამჟამად გუნდმა გადაწყვიტა, რომ გარისკვა არ ღირდა“.

გიორგი ასანიძე:

„არ მინდოდა შეუსაბამო რისკები გაგვეწია. რეგლამენტი დავიცავით, რომ ოლიმპიური ლიცენზია მიგვეღო. ლაშას გამოსვლის შანსები ჰქონდა, თუმცა დინამიკაში მისი ფორმა ისეთი არ იყო, როგორიც არის ხოლმე. არ მაქვს უფლება ასეთი რისკი გაგვეწია, რომელიც ლაშას სამომავლო კარიერას საფრთხეს შეუქმნიდა. ოლიმპიადაზე გპირდებით ოქროს“.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 7-ჯერ მოიპოვა (2016, 2017, 2018, 2019, 2021, 2022, 2023). ტურნირი 2020 წელს კორონავირუსის გამო არ გამართულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველივე შეხვედრისას თავის სახლში წამიყვანა“ - მერაბის ადამიანობის საოცარი ისტორია
„პირველივე შეხვედრისას თავის სახლში წამიყვანა“ - მერაბის ადამიანობის საოცარი ისტორია