დანი ალვეში
Aa
Aa

განაჩენს ხვალ გამოაცხადებენ - დანი ალვეშს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ხუთშაბათს 22 თებერვალს ბარსელონას სასამართლო დანი ალვეშის საქმეზე განაჩენს გამოიტანს.

ბარსელონას სააპელაციო სასამართლომ, სექსუალური ძალადობის საქმეზე დანი ალვეშის განაჩენი ხვალ უნდა გამოიტანოს და მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

EFE-ს ცნობით, სასამართლომ ფეხბურთელი განაჩენის გამოსაცხადებლად ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიბარა. დანის ციხიდან პოლიციის მანქანით წაიყვანენ, სადაც ის უკვე 1 წელზე მეტია იმყოფება.

განაჩენთან ერთად სასამართლო ასევე განიხილავს და გადაწყვეტს დროებით გათავისუფლების შესახებ მიღებულ განაცხადს, რომელიც ფეხბურთელის ადვოკატმა რამდენიმე თვის წინ შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა 2022 წლის 30 დეკემბრის ღამეს ბარსელონას ღამის კლუბის Sutton-ის ტუალეტში მომხდარ ინციდენტზე (23 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობა) ალვეშისთვის 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიის დაწერის შანსი აქვს | El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე
ისტორიის დაწერის შანსი აქვს | El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე