ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„თუ ეს ორი ფორმაშია, სანერვიულო ნებისმიერ მეტოქეს აქვს“ | AS-ი კვარა-ოსიმენის დუეტზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გაზეთმა, AS-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაზე დაწერა, რომლის მონაწილეებიც „ნაპოლი“ და „ბარსელონა“ არიან. AS-მა აქცენტი „პარტენოპეიზე“ გააკეთა და ნეაპოლელთა ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

„შტორმის მიუხედავად, რომელშიც ნაპოლი ბოლო თვეებში და განსაკუთრებით, ბოლო საათებში იმყოფება, ტიფოზებს აქვთ რაღაც, რასაც შეუძლიათ, ხელი ჩასჭიდონ. გუშინ, პარტენოპეის საწვრთნელ ბაზაზე, დეკემბრის შემდეგ პირველად, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთად ივარჯიშეს.

ისინი იღიმოდნენ, თანაგუნდელებს ეხუმრებოდნენ და ნიგერიელმა ფეხბურთელმა ფანებს ავტოგრაფებიც დაურიგა. პარტენოპეის რა ცუდი პერიოდიც არ უნდა ედგეს, თუ ეს ორი ფორმაში იმყოფება, სანერვიულო ნებისმიერ მეტოქეს აქვს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ ანგარიშზე 59 გოლი და 30 ასისტია.

ნაპოლის კატასტროფული სეზონი აქვს, მაგრამ შეინარჩუნა მცირე შანსი, რომ მიმდინარე გათამაშება დაუვიწყარი გახადოს. ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული სამი გამარჯვებით, სამხრეთელები მეოთხედფინალში ისტორიაში მეორედ გავლენ და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოსისხლე მტერს, იუვენტუსს წაართმევენ. მართალია, ბარსელონა მეტოქეებში ისეთ შიშს ვეღარ აჩენს, როგორც გასულ წლებში, მაგრამ ძალიან ცოტას სჯერა, რომ წარუმატებელი თვეების შემდეგ, ნაპოლის რამე გამოუვა გუნდით, რომელიც საკუთარ თავს საერთოდ არ ჰგავს. თუმცა, ყველამ იცის, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი რამხელა ძალაა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება. „პარტენოპეი“ მასპინძლის რანგში იქნება და „ბლაუგრანასთან“ შეხვედრაში გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაუძღვება, რომელმაც ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას