ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ მომენტში ბარსას დონის ფეხბურთელი არაა“ | Tuttosport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე

ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ჟურნალისტმა, მასიმო ფრანკიმ „ნაპოლის“ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფრანკი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „კვარათი“ „ბარსელონაა“ დაინტერესებული და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, ხვიჩა „ბლაუგრანას“ დონის მოთამაშე არაა.

„ინფორმაცია, ბარსელონას ინტერესზე ხვიჩას მიმართ, მორიგი ჭორია. არაფრისმომცემი და არაპროდუქტიულია დაუმტკიცებელ ცნობებზე ყურადღების გამახვილება, რადგან ყოველდღიურად, ათასობით სატრანსფერო სიახლე იწერება.

კვარადონამ, როგორც მას ნაპოლის ქომაგები ეძახიან, გასულ სეზონში საკუთარი უზარმაზარი ტალანტი წარმოაჩინა და სერია A-ში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა გაიფორმა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ბარსელონას მსგავს გრანდში ითამაშოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ამ მომენტისთვის, ხვიჩა საუკეთესო ფორმაში არაა და ბლაუგრანას დონის ფეხბურთელი არ გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლის“ მეტოქე სწორედ „ბარსელონა“ გახლავთ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში, 21 თებერვალს გაიმართება და ჩვენი დროით, 23:55-დან დაიწყება. „ბლაუგრანასთან“ შეხვედრაში გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაუძღვება, რომელმაც ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასა და ოსიმენის ურთიერთობა ჯუღელის სიტყვების შემდეგ | რას წერს Corriere dello Sport-ი
კვარასა და ოსიმენის ურთიერთობა ჯუღელის სიტყვების შემდეგ | რას წერს Corriere dello Sport-ი