მატს ჰუმელსი
Aa
Aa

„VAR-მა მსაჯთა დონე დააგდო“ | მატს ჰუმელსი პსვ-ს თერთმეტმეტრიანზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „დორტმუნდის“ მეტოქე პსვ გახლავთ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნიდერლანდებში გაიმართა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „შავ-ყვითლები“ დონიელ მალენის გოლით იგებდნენ, მაგრამ პსვ-მ წონასწორობა ლუკ დე იონგის თერთმეტმეტრიანით აღადგინა.

შეხვედრის შემდეგ, „დორტმუნდის“ ფეხბურთელმა, მატს ჰუმელს მსაჯის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წესები არ დაურღვევია. ჰუმელსის თქმით, სრჯან იოვანოვიჩს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა და მან არასწორი არჩევანი გააკეთა.

„პენალტი არ ყოფილა! აშკარაა, რომ ჯერ ბურთზე ვითამაშე, შემდეგ კი მეტოქეს ფეხში მსუბუქად მოვარტყი. ეს უკვე მეორე სასაცილო გადაწყვეტილება და პენალტია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დორტმუნდის კარის მიმართულებით დაინიშნა. პირველი შემთხვევა პარი სენ-ჟერმენთან იყო. არბიტრების საერთოდ არ მესმის. არასწორი გზით მივდივართ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ VAR-მა მსაჯების დონე დააგდო.

მსოფლიოში ვერ იპოვით მცველს, რომელიც იტყვის, რომ ეს პენალტი იყო. საღი აზრი ასეთია და ამისთვის წესების მოყვანა საჭირო არაა. ფეხბურთში უკვე ნიშნავენ პენალტებს დარღვევების გამო, რომელთა შემდეგაც მოედნის ცენტრში ჯარიმასაც კი არ დადებდნენ. მოედნის ცენტრში ეს ჯარიმაც არ იქნებოდა, აქ კი პენალტია.

VAR-ს მთავარი არბიტრისთვის უნდა ეთქვა, რომ ჯერ ბურთზე თამაშს ჰქონდა ადგილი. ტილმანი კონტაქტის შემდეგ დაეცა, რადგან იცოდა, რომ ამ სიტუაციაში ქაოსის წარმოქმნა და პენალტის მიღება შესაძლებელი იყო. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ! აქ უფრო მაღალი დონის მსაჯობაა საჭირო!”

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და პსვ-ს განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინგლისის ქალთა ნაკრების მეკარეს 1000-დან 1000 პენალტს გავუტან“ | ბარტონი ქალთა ფეხბურთზე
„ინგლისის ქალთა ნაკრების მეკარეს 1000-დან 1000 პენალტს გავუტან“ | ბარტონი ქალთა ფეხბურთზე