ჯოი ბარტონი
Aa
Aa

„ინგლისის ქალთა ნაკრების მეკარეს 1000-დან 1000 პენალტს გავუტან“ | ბარტონი ქალთა ფეხბურთზე

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მოთამაშემ, ჯოუი ბარტონმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. 41 წლის ინგლისელმა ქალთა ფეხბურთზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისის ქალთა ნაკრების მეკარეს 1000-დან 1000 პენალტს გაუტანს.

„ადრე ვთქვი, რომ მერი ირპს 100-დან 100 პენალტს გავუტანდი. უნდა ვაღიარო, რომ შევცდი. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და პირველად ვაღიარებ, რომ არასწორი ვიყავი. 100-დან 100 პენალტს კი არა, 1000-დან 1000 პენალტს გავუტან, თან მარცხენა ფეხით (ბარტონი მემარჯვენეა). ჩემს დარტყმას ხელსაც ვერ შეახებს და მეუბნებით, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა?!

ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო ქალთა კლუბია და მისი მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბლაუგრანა ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონს, ნაციონალურ ლიგას ვერ მოიგებდა. უფრო მეტიც, ბარსა ჩემპიონატში ადგილსაც ვერ შეინარჩუნებდა და გავარდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ბარტონი „სიტის“ ღირსებას 2002-07 წლებში იცავდა. მანჩესტერული კლუბიდან მან „ნიუკასლს“ მიაშურა, სადაც 2011 წლამდე დარჩა, შემდეგ კი ქპრ-ში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნდა ვუფრთხილდეთ, უმაღლესი დონის მოთამაშეა - დე იონგი კვარაზე
უნდა ვუფრთხილდეთ, უმაღლესი დონის მოთამაშეა - დე იონგი კვარაზე