მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, რეი ლონგო
Aa
Aa

„მერაბმა და ალჯომ მეგობრობა ფულზე არ გაცვალეს“ | დვალიშვილის მწვრთნელი

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ, რომელიც ალჯამეინ სტერლინგთანაც მუშაობს, „მანქანისა“ და „ალჯოს“ მეგობრობაზე ისაუბრა. ლონგო ამაყობს, რომ მათ მეგობრობა ფულზე არ გაცვალეს და ერთმანეთთან ჩხუბზე უარი თქვეს.

„მერაბმა და ალჯომ მეგობრობა ყველაფერზე წინ დააყენეს და ამის გამო, უამრავი კრიტიკა და აგრესია მიიღეს. პირადად ჩემთვის, მათი ურთიერთობა MMA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანური კავშირია. მათ ნამდვილი ძმობა ჩამოაყალიბეს, ათასი სისულელე აიტანეს და 100 000 აშშ დოლარადაც არ გაიყიდნენ. ჩხუბზე უარის თქმის გამო, მერაბსა და სტერლინგს ტანჯვა-წამების გავლა მოუწიათ, მაგრამ მაინც არ გატყდნენ.

ალჯომ სიტყვა შეასრულა და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა. მას სურდა, მერაბს სატიტულო ჩხუბი მიეღო და ყველა ხედავთ, მოვლენები როგორ განვითარდა. რთულია ამ სპორტში იპოვო ადამიანები, რომლებიც მეგობრობას ფულზე წინ აყენებენ და მე, როგორც მწვრთნელს, ასეთ ბიჭებთან მუშაობა ძალიან მომწონს. მიყვარს, როცა სპორტდარბაზში ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ და მათ გამო ბედნიერი ვარ“.

ცნობისთვის, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერი გახდა და დენა უაითმა განაცხადა, რომ სატიტულო ჩხუბს მიიღებს. რეი ლონგო სტერლინგის მწვრთნელიცაა და მისი ბრძოლებისას კუთხეში სწორედ ის დგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას