სიმონე ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი: სამწუხაროა, უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მილანის „ინტერმა’’ შინ მარკო არნაუტოვიჩის გოლით მადრიდის „ატლეტიკო’’ დაამარცხა. მატჩის შემდეგ მედიასთან „ინტერის’’ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

სიმონე ინძაგი: „ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. ბევრი მომენტი შევქმენით. გასათვალისწინებელია რომ დაპირისპირება ორმატჩიანია და დასანანია რომ უფრო მეტი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეგვეძლო.

გუშინ ვთქვი, რომ არნაუტოვიჩი და ალექსის სანჩესი ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდნენ. არნაუტოვიჩმა გოლი გაიტანა, ხოლო ალექსის სანჩესი სწორი სულისკვეთებით შემოვიდა მინდორზე.

გასული სეზონი მახსენდება, როცა თითოეული ეტაპის გავლა რთული იყო, ეს სეზონიც ასეთია.

იან ზომერს თამაში ჩართვა არ დასჭირვებია, თუმცა სამუელ ლინომ და ალვარო მორატამ დაარტყეს და ამ მომენტებში უკეთ თამაში შეგვეძლო’’.

საპასუხო შეხვედრა 14 მარტს მადრიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები