ინტერი, მადრიდის ატლეტიკო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე: “ახლოს ვიყავით იმასთან, რასაც ვგეგმავდით“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ. მინიმალური სხვაობით 1:0 „ინტერმა“ მოიგო და მეოთხედფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სიმეონემ?

„საერთო ჯამში კარგად ვიასპარეზეთ. ახლოს ვიყავით იმასთან, რასაც ვგეგმავდით. ჩვენ „ინტერის“ დიდებულ შეტევებს კარგად ვუმკლავდებოდით. ფეხბურთში შეგიძლია ნებისმიერი სწორად მოამზადო, მაგრამ ფეხბურთელები ადამიანები არიან და შეცდომები მოსდით. გოლიც სწორედ ასე გავუშვით.

შემდეგ მატჩში გაცილებით მეტი დუელი უნდა მოვიგოთ და დიდი ინტენსივობით ვითამაშოთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ექიმს ვესაუბრე და მითხრა, რომ გრიზმანის ტერფი კარგ მდგომარეობაშია.“

შეგახსენებთ, რომ მატჩში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე არნაუტოვიჩმა გაიტანა. ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება 13 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნდა ვუფრთხილდეთ, უმაღლესი დონის მოთამაშეა - დე იონგი კვარაზე
უნდა ვუფრთხილდეთ, უმაღლესი დონის მოთამაშეა - დე იონგი კვარაზე