ჩავი ერნანდესი, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

უნდა ვუფრთხილდეთ, უმაღლესი დონის მოთამაშეა - დე იონგი კვარაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი’’ „ბარსელონას’’ მიიღებს. მატჩამდე კატალონიელთა ფეხბურთელმა ფრენკი დე იონგმა მედიასთან ისაუბრა, ნიდერლანდელმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

დე იონგი: „კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა, განსხვავებას ქმნის. მას მეტოქის რამდენიმე კაცზე წასვლა, მატჩში გარდატეხის შეტანა, გოლების გატანა და ბოლო პასის შესრულება შეუძლია. მას უნდა ვუფრთხილდეთ’’.

მედიასთან „ბარსელონას’’ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმაც ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი მანაც ახსენა.

ჩავი: „ამ მატჩისთვის მომზადება ადვილი არაა, რადგან არ ვიცით მწვრთნელის ცვლილებამ რა შეიძლება მოიტანოს.

იტალიის მოქმედ ჩემპიონთან ვთამაშობთ.  „ნაპოლი“ ძლიერი მეტოქეა. მათ სამ ფეხბურთელს გამოვყოფ. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა. არ ვიცი სწორად წარმოვთქვამ თუ არა, მაგრამ ის ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც განსხვავებას ქმნის. ხვიჩა ერთი-ერთზე ძალიან სახიფათოა, აკეთებს მწვავე საგოლე გადაცემებს და ის ნამდვილ განსხვავებას ქმნის. ამ ყველაფერს ხვალინდელი დღისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ, მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.“

„ნაპოლი'' - „ბარსელონას'' შეხვედრა ოთხშაბათს ღამე, 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები