ყაზაიშვილის ორი ასისტი | შანდონგ ტაიშანის გამარჯვება დრამატულ მატჩში
აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ვაკო ყაზაიშვილის „შანდონგ ტაიშანის“ მეტოქე „კავასაკი ფრონტალე“ გახლდათ. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და 2:3 დამარცხდა, თუმცა სტუმრად 4:2 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
⏰ FT | ???????? Kawasaki Frontale 2️⃣-4️⃣ Shandong Taishan ???????? (5️⃣-6️⃣ on agg.)
— #ACL (@TheAFCCL) February 20, 2024
Jadson’s late heroics propel Shandong into the Quarter-Finals in dramatic fashion ????#ACL | #KWFvSHD pic.twitter.com/KfBkGA4Wkt
განმეორებითი მატჩი უდრამატულესი გამოდგა და ვაკოს გუნდისთვის კარგად დაიწყო. მე-8 წუთზე, „შანდონგ ტაიშანი“ კრიზანმა დაწინაურა, 25-ე წუთზე კი ყაზაიშვილის ბრწყინვალე გადაცემით გაო ჟუნიმ ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა.
30-ე წუთზე, „კავასაკი ფრონტალემ“ ჩამორჩენა შეამცირა, 59-ზე კი წონასწორობა აღადგინა - 2:2. 73-ე წუთზე, ვაკომ კიდევ ერთი ასისტი გაიფორმა და მისი პასით კრიზანმა გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე კი ჟადსონმა გადამწყვეტი ბურთი შეაგდო - 4:2.
Not many better finishers in #ACL than Cryzan ???? pic.twitter.com/00FIcv4q8n
— #ACL (@TheAFCCL) February 20, 2024
ცნობისთვის, მეოთხედფინალში ვაკოს გუნდის მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. „შანდონგ ტაიშანის“ სავარაუდო მოწინააღმდეგეები „ბანგკოკ იუნაიტედი“ და „იოკოჰამა მარინოსი“ არიან.