ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„42 წლის სეხუდოს მოუგო, მერაბი სახიფათოა, ილია - საშიში“ | შონ ომალი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგა“ არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ „მანქანა“ სახიფათო მეტოქეა.

„ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოვთქვი და გამაკრიტიკეს, რადგან ამბობენ, რომ მერაბ დვალიშვილს თავს ვარიდებ. მერაბმა სეხუდოს ძლივს მოუგო... ნუ ძლივს რა... მაგრად სცემა, მაგრამ ჰენრი 42 წლისაა თუ რაღაც მსგავსი. სეხუდო საშინლად გამოიყურებოდა და მერაბის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მას 4-ჯერ დავანოკაუტებდი. ახლა მთლიანად ჩიტოსთან გასამართ ჩხუბზე ვარ ორიენტირებული და გამარჯვების შემდეგ, ბევრი ვარიანტი მექნება. ილია, მერაბი, სენდჰეგენი... ვნახოთ, რა მოხდება.

მერაბი არაა მებრძოლი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. სეხუდომ კინაღამ დაანოკაუტა, მარლონ მორაესი კი მის დანოკაუტებასთან ახლოს იყო. დვალიშვილს გიჟური კარდიო აქვს, ჭიდაობით გამოირჩევა და სახიფათო მებრძოლია, მაგრამ როცა საშიშ მეტოქეებზეა საუბარი, ისეთებზე, რომელთა გამოც ტანში ჟრუანტელი მივლის, ილია მახსენდება. თოფურია არის მებრძოლი, რომელიც მაშინებს. მას შენი დაძინება და ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

თოფურია საშიში მეტოქეა, მერაბი - სახიფათო. დვალიშვილს კარგი კარდიო აქვს და თუ დაგღალა, შეუძლია, გაგთიშოს, მაგრამ ფინიშერი არაა. ვნახოთ, რა მოხდება. მთავარია, ხალხს რომელი ბრძოლის ხილვა მოუნდება. თუ მოისურვებენ, რომ დვალიშვილს ვეჩხუბო, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი ჩიტოსთან ბრძოლაა“.

ცნობისთვის, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერი გახდა და დენა უაითმა განაცხადა, რომ სატიტულო ჩხუბს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველივე შეხვედრისას თავის სახლში წამიყვანა“ - მერაბის ადამიანობის საოცარი ისტორია
„პირველივე შეხვედრისას თავის სახლში წამიყვანა“ - მერაბის ადამიანობის საოცარი ისტორია