ხვიჩა კვარაცხელია, სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

„არ მინდა, რომ დავთარსო“ - კვერკველია ხვიჩას ბარსელონაში ტრანსფერზე

საქართველოს ნაკრებისა და საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ახდუდის“ მცველი, საბა კვერკველია რუსულ Metaratings.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

რა თქვა კვერკველიამ:

ხვიჩა ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. კარიერაში მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ „ბარსელონაზე“ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მინდა, რომ დავთარსო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ესპანურ, როგორც იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ მზადაა „ნაპოლის“ ქართველი შემტევის სანაცვლოდ 90-100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი გაათავისუფლა
დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი გაათავისუფლა