მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგი განახლდა | მერაბი დაწინაურდა

UFC 298-ის დასრულების შემდეგ, UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგი განახლდა და მერაბ დვალიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა. „მანქანამ“ გასულ უქმეებზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში პირველ ადგილზე გადავიდა.

„ტრიპელ სისთან“ ჩხუბამდე, დვალიშვილი მეორე ადგილზე იმყოფებოდა და ალჯამეინ სტერლინგს ჩამორჩებოდა, გამარჯვების შემდეგ კი საჩემპიონო ქამრის მთავარი პრეტენდენტის სტატუსი დაისაკუთრა. სეხუდოს რაც შეეხება, ჰენრი მე-3 იყო და მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.

UFC 298-ის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა, რომ მერაბის მომდევნო ჩხუბი ტიტულისთვის იქნება, თუმცა მოქმედ ჩემპიონს, შონ ომალის ეს პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს. „შუგა“ დარწმუნებულია, რომ 9 მარტს მარლონ „ჩიტო“ ვერას დაამარცხებს და სურს, მისი მომდევნო მეტოქე ილია თოფურია იყოს.

ცნობისთვის, დვალიშვილმა კარიერაში მე-17 გამარჯვება გაიფორმა და ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული. იგი ალჯამეინ სტერლინგის რეკორდს გაუთანაბრდა და მეორე მებრძოლია, ვინც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ზედიზედ 9 გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა
„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა