მარიამ მურღვლიანი, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

დებიუტი 17 წლის ასაკში! | მურღვლიანის კარგი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი საშეჯიბრო დღე მარიამ მურღვლიანის გამოსვლით დასრულდა, რომელიც 17 წლის ასაკში, უფროს ძალოსანთა შორის პირველად გამოვიდა.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მურღვლიანმა ატაცში სამი ცდიდან ერთი გამოიყენა და დაძლეული 97 კილოგრამით მე-10 ადგილი დაიკავა.

17 წლის ძალოსანმა აკვრაში თავი 116 და 121 კილოგრამებს გაართვა და მე-7 ადგილს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში კი 218 კილოგრამი დააფიქსირა და საერთო ჩათვლაშიც, ატაცის მსგავსად მე-10 ადგილი დაიკავა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია - 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ტურნირის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე გოგონებში ანასტასია გოტფრიდი, ვაჟებში კი ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე წარდგებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-5 ადგილი ორჭიდში | ლომთაძემ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა
მე-5 ადგილი ორჭიდში | ლომთაძემ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა