აურელიო დე ლაურენტისი, ვალტერ მაცარი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„მას ერთად უნდა დავეხმაროთ“ - დე ლაურენტისმა კალცონას დანიშვნა დაადასტურა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარის შემდეგ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კლუბს უახლოეს საათებში ფრანჩესკო კალცონა ჩაიბარებს.

რა თქვა დე ლაურენტისმა:

ჩვენ მივესალმებით კალცონას კანდიდატურად და ვცდილობთ, რომ ყველანაირი შეფერხების გარეშე დახმარება გავუწიოთ. მაცარი? ჩვენ მეგობარი გავათავისუფლეთ, მაგრამ ეს საჭირო იყო, რადგან კიდევ გვაქვს შანსი, რომ გულშემატკივრებს რაღაც მივცეთ. ჰამშიკის დაბრუნება? დღეს მისი პასუხი ვერ გავიგე, გუშინ კი მითხრა, რომ დაბრუნებით დაინტერესებული იყო.

მოგივანებით, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა:

„მადლობას ვუხდი ვალტერ მაცარის, დე ლაურენტისების ოჯახის მეგობარს „ნაპოლისთვის“ რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის. ის სამუდამოდ დარჩება ნეაპოლიტანელთა და ჩვენი ოჯახის გულებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ფრანჩესკო კალცონა. ის უკვე მუშაობდა ჩვენთან ჯერ სარისთან, შემდეგ კი სპალეტისთან“, - წერს დე ლაურენტისი.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაცარი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში, რუდი გარსიას მაგივრად დაინიშნა, ფრანჩესკო კალცონა კი მიმდინარე სეზონში „პარტენოპეისთვის“ მესამე მწვრთნელი იქნება. 55 წლის იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლიში“ დანიშვნამე სლოვაკეთის ნაკრებში ტექნიკური კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა, წარსულში კი რამდენიმე იტალიური გუნდის მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, ვინ ჩაიბარებს ნაპოლის მაცარის გათავისუფლების შემდეგ
ცნობილია, ვინ ჩაიბარებს ნაპოლის მაცარის გათავისუფლების შემდეგ