ჯანმრთელობის პრობლემების გამო - ჰოჯსონმა კრისტალ პალასი დატოვა
ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბი „კრისტალ პალასი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - როი ჰოჯსონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა.
ერთ-ერთი ვარჯიშისას, მან თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ჰოჯსონი უკეთ არის, სახლში გამოწერეს, თუმცა მუშაობას ვეღარ შეძლებს.
დღეს „ევერტონთან“ 25-ე ტურის შეხვედრაში „პალასს“ მისი ასისტენტები პედი მაკარტი და რეი ლევინგტონი უხელმძღვანელებენ, ჰოჯსონის შემცვლელის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.