საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, ზაზა ლომთაძე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

მე-5 ადგილი ორჭიდში | ლომთაძემ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში ზაზა ლომთაძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა ზუსტად გამოიყენა. 23 წლის სპორტსმენმა 160, 164 და 167 კილოგრამები დააფიქსირა, რითაც ამ კატეგორიაში მე-7 ადგილი დაიკავა.

აკვრაში ლომთაძე პირველ ცდაზე 203 კილოგრამს წარმატებით შეეჭიდა, თუმცა, მეორე და მესამე მისვლები გააფუჭა და აკვრაში, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც გაანიავა და მე-5 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში ლომთაძემ 370 კგ. დააფიქსირა და მე-5 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღესვემ საქართველოს სახელით 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემაც იასპარეზა და აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოს დროით 22:00 საათზე კი ჩვენი ქვეყნის ღირსებას გოგონებში, 87 კგ. კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანი დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“ - შამილიშვილის და მიშველიძის კომენტარები
„წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“ - შამილიშვილის და მიშველიძის კომენტარები