დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი გაათავისუფლა
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისი ვალტერ მაცარი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
ადგილობრივი სააგენტოები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დე ლაურენტისს Castel Volturno-ში საგანგებო სხდომა ჰქონდა მოწვეული, სადაც იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ნეაპოლურ გუნდს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა, მაცარის გათავისუფლების შესეხებ რამდენიმე გავლენიანი იტალიური სააგენტო წერს.
სახელდება მისი შემცვლელის ვინაობაც. გავრცელებული ინფორმაციით, ვალტერ მაცარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი ფრანჩესკო კალცონა ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ნაკრებში ტექნიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს.