ატლეტიკო, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

“ხვალ ნამდვილი ინტერი დაგვჭირდება“ - ინძაგი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ინტერი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ინძაგიმ?

„დიდი სიამოვნება იქნება ხვალ დიეგო სიმეონეს მეტოქედ ხილვა. ის ფანტასტიკური თანაგუნდელი იყო და მასთან ერთად თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩოლო შესანიშნავი მწვრთნელი გახდებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი მეგობრობა დიდი ხანია გრძელდება.

სიმეონეს ფორმაციის „ატლეტიკო“ შესანიშნავი გუნდია. ისინი რამდენიმე წელია მაღალ დონეზე თამაშობენ. ხვალ ნამდვილი „ინტერი“ დაგვჭირდება. პროგნოზირება რთულია, რადგან ორი ბრწყინვალე გუნდი ხვდება ერთმანეთს. „ატლეტიკოს“ შესანიშნავი მენტალიტეტი აქვს და კარგ ფეხბურთს თამაშობს.“

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ დაპირისპირება 20 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები