კალცონა და ჰამშიკი - შესაძლოა ბარსასთან მატჩის წინ მაცარი მოხსნან
მატეო მორეტოს ინფორმაციით, შესაძლოა დღეს ვალტერ მაცარი მოხსნან. „პარტენოპეი’’ მის შემცვლელად ფრანჩესკო კალცონას განიხილავს, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
კალცონას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში მისი ასისტენტი მარეკ ჰამშიკი იქნება. მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.
კალცონა „ნაპოლის’’ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2015-18 და 2021-22 წლებში მუშაობდა.
გუშინ Gazzetta წერდა, რომ „ნაპოლი'' ვალტერ მაცარის შემცვლელად მარკო ჯამპაოლოს განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს ვითარება შეიცვალა და აურელიო დე ლაურენტისი კალცონაზე გადაერთო.
„ნაპოლი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონასთან'' გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება „დიეგო მარადონაზე'' შემდეგი კვირის ოთხშაბათს ღამე გაიმართება, თამაში 00:00 საათზე დაიწყება. შესაძლოა, „ნაპოლი'' „ბარსელონასთან'' მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდეს.