მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, მარლონ ვერა
Aa
Aa

„თუ ჩანაცვლება დასჭირდებათ, მე იქ ვიქნები!“ - მერაბი ომალი-ვერას ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, UFC 299-ზე სარეზერვო მებრძოლი იქნება.

რას ამბობს „მანქანა“:

მარტში ბრძოლისთვის მზად ვიქნები. ხუთ დღეში შემიძლია წონის დაკლება. თუ ომალისა და „ჩიტო“ ვერას ჩანაცვლება დასჭირდებათ, მე იქ ვიქნები. თუ არა, უბრალოდ ჩემი დროით ვისიამოვნებ და ვივარჯიშებ ისე, როგორც ყოველთვის ვვარჯიშობ და ჩემპიონს მოგვიანებით დავუპირისპირდები.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და დიდი ალბათობით, სატიტულო ბრძოლაც გაინაღდა.

რაც შეეხება UFC 299-ს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს, ღონისძიების მთავარ ივენთზე სუპერმსუბუქ წონაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი და მარლონ „ჩიტო“ ვერა დაუპირისპირდებიან, „ქართველი მანქანა“ კი ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მერაბი VS სეხუდო:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სრული სიგიჟე! ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში დაჩაგრა“ - ომალი მერაბის ბრძოლაზე
„სრული სიგიჟე! ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში დაჩაგრა“ - ომალი მერაბის ბრძოლაზე