UFC, ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ილია კონორსაც იმას დამართებს, რაც ჰალკმა ლოკის“ - სოცმედია თოფურიაზე

ილია თოფურია UFC 298-ის მთავარი მოვლენის ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა, რასაც ბევრი არ ელოდა და ამ ფაქტს სოციალურ მედიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი დაიდო. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მათგანს:

„იფიქრეთ ჩემპიონთა თაობაზე ქვემსუბუქ დივიზიონში. ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი, მაქს ჰოლოუეი და ალექს ვოლკანოვსკი. ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყო, რომ ამ კლასს შეუერთდე. ილია თოფურია ახლა ამ საგვარეულოს ნაწილია“.

„ილია თოფურიას მომაკვდინებელი კოცნა აქვს“.

„ილია თოფურიას ეფექტი...“

„თოფურიამ ეს მთელი კვირა იცოდა. თავდაჯერებულია და არა თავხედი. მან იცოდა, რომ ეს მოხდებოდა“.

„თოფურიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო“.

„შეხედეთ ახლა ილია თოფურიას - აჟიოტაჟი უკვე რეალურია“.

„ასეთ დღეში ჩავარდება კონორ მაკგრეგორი, თუ თოფურიას ეჩხუბება“.

„ილია თოფურია ახლა ქვემსუბუქი წონით კატეგორიაში ისტორიაში მე-5 დაუმარცხებელი ჩემპიონია. ის ელიტარულ ჯგუფს შეუერთდა“.

„თოფურია ქვემსუბუქი წონის ახალი მეფეა“.

„დვალიშვილმა და თოფურიამ გაიმარჯვეს, ჰონდა სენთერის გარეთ ქართველი გულშემატკივრები ზეიმობენ“.

შეგახსენებთ, რომ ილია ტოფურიამ ბრძოლის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. ალექს ვოლკანოვსკიმ კი მატჩრევანში მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტახტზე ახალი მეფე ავიდა“ | ცნობილი მებრძოლების გამოხმაურება ილიას ტრიუმფზე
„ტახტზე ახალი მეფე ავიდა“ | ცნობილი მებრძოლების გამოხმაურება ილიას ტრიუმფზე