ქართველი ჩემპიონი გვყავს! | ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 298-ის მთავარი მოვლენის ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა. „ელ მატადორმა“ ისტორია დაწერა, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა და პირობა შეასრულა. ილიამ ლეგენდარული მებრძოლი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ოცნება აიხდინა.
ILIA TOPURIA KNOCKS OUT VOLKANOVSKI TO BECOME THE UFC FEATHERWEIGHT CHAMPION ???? #UFC298 pic.twitter.com/a2xkKCQeJ3
— ESPN (@espn) February 18, 2024
პირველ რაუნდში „ვოლკის“ მთავარი იარაღი ფეხით განხორციელებული დარტყმები იყო. ილია მეტოქეს წნეხის ქვეშ ამყოფებდა, მაგრამ ჩემპიონი დისტანციას აკონტროლებდა და „ელ მატადორს“ ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა თოფურიამ რამდენიმე მტკივნეული დარტყმა განახორციელა.
ILIA TOPURIA JUST SHOCKED THE WORLD ???? #UFC298 pic.twitter.com/PsjcpBigtP
— ESPN MMA (@espnmma) February 18, 2024
მეორე რაუნდი ვოლკანოვსკიმ კარგად დაიწყო, მაგრამ ილიამ გააკეთა ის, რასაც ამბობდა და მოქმედი ჩემპიონი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა და კარიერაში მე-15 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორის“ ანგარიშზე 15 მოგება და 0 წაგებაა, ვოლკანოვსკი კი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში კარიერაში პირველად დამარცხდა.